სოფელ კონტუათში სოფლის ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა. შეჯიბრში 4 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალურ შეჯიბრში ერთმანეთს ცენტრალური უბანი და გუნდი ” მერცხალი” დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ დამარჯვება ცენტრალური უბნის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულებს სიგელები და თასები მუნიციპალიტეტის მერმა და სოფლის ხელმძღვანელებმა გადასცეს. ტურნირის ფინალური შეჯიბრის მონაწილე გუნდები 200 და 100 ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. აღნიშნული სპორტული ღონისძიება სოფლის ფეხბურთის პოლულარიზაციასა და […]
ხონში ძველი და ახალი თაობის ,,იპოლიტელების” წარმატებული დებიუტი შედგა… 27 აგვისტოს იუმორისტული საღამო ,,იპოლიტელების,, წევრებმა კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს. ჯგუფი ამჯერად განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა _ ,,ძველმა იპოლიტელებმა” ალიკო ჯანელიძემ და გოჩა რუხაძემ მხიარულთა და საზრიანთა კლუბების კონკურსებში მონაწილე 11 ხონელი ახალგაზრდა შემოიკრიბეს ირგვლივ და პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად შეძლეს ზაფხულის ცხელი დღეების საინტერესოდ, […]
ხონის მუნიციპალიტეტში პროექტის ,, ეკო-გრანტების პროგრმის ,, ფარგლებში ტრენინგი გაიმართა. კლიმატი , კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა თხილსა და სხვა კაკლოვანი კულტურებეზე- ეს იყო საინფორმაციო შეხვედრის ძირითადი თემა. ტრენიგს საჯარო მოხელეები, ადგილობრივი ფერმერები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ორგანიზება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურმა გაუწია.
საქართველოს დრიფტის სეზონი ხონში გაიხსნა. Socar Racing Season 2020-ის ფარგლებში – ხონის მერიისა და BMW Club Georgia-ს ორგანიზებით საქართველოს დრიფტის სერიების (GDS) პირველი ეტაპი გაიმართა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე სოფელ დიდ კუხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცვნენ და დასაქმებულებს გაესაუბრნენ. სოფელ დიდი კუხის ცენტრიდან გორდაძეების უბნამდე დამაკავშირებელ გზაზე 2.5 კილომეტრი ასფალტობეტონის საფარი ეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შ.პ.ს. „ჯ და ჯ“ ახორციელებს.
ლადო ჯურხაძე სოფელ დედალაურში გაზიფიცირების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა. მიმდინარე წელს ხონის მუნიციპალიტეტში 17 კმ- მდე გაზის მილსადენი ქსელი მოეწყობა და სოფელი დედალაური სრულად გაზიფიცირდება. სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება და სხვა დასახლებულ პუნქტებს მოიცავს.
სოფელ გორდში დადიანების ტყე-პარკში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფესტივალი ელექტრონული მუსიკით დასრულდა.
სოფელ სუხჩეში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ადგილზე გაეცნო. მიმდინარეობს 1200 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის მოასფალტება. სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ბესტ ტრანსი,, ახორციელებს. ლადო ჯურხაძე ადგილობრივებსა და დასაქმებულებს გაესაუბრა და მათი წინადადებები მოისმინა. ,,სოფელ სუხჩეში საავტომობილო გზა ასფალტირებული არასოდეს ყოფილა. ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ და ეტაპობრივად აუცილებლად მოვიცავთ ყველა ძირითად საუბნო გზას. სადაც საშუალება მოგვეცემა […]
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის ბესარიონ აბულაძის ნეშტი დღეს მშობლიურ ხონში, სოფელ კინჩხის მიწას მიაბარეს. დაღუპულ გმირ მებრძოლს პატივი მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ , საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა , სამხედრო პირებმა, ვეტერანებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს. ,,ბესო არის მაგალითი გმირობისა და ვაჟკაცობის. მისი ხანმოკლე სიცოცხლე და სამაგალითო […]
ხონში, ახალშექმნილი ბენდის “Brave Birds” პრეზენტაცია გაიმართა. მუსიკალური ბენდი, რომლის ხელმძღვანელი კახა წულაია და გიორგი სანოძე არიან ახალგაზრდა ხონელი შემსრულებლებით არის დაკომლექტებული. საღამო სხვადასხვა ფონდების, კერძო პირებისა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სპონსორობითა და ხელშეწყობით გაიმართა. ბენდმა მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.