მერია

ხონის ცენტრალური ბიბიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ,,ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის,, წარმომადგებლებმა ხონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან საიიფომაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს ცენტრის ისტორია, სერვისები, აქტივობები, მიღწევები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დისკუსიაში ჩართულმა ყველა მხარემ საკუთარი პოზიცია მოსაზრება და ინტერესი გამოხატა.

Read more

ხონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა თორმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ ქალაქის, კუხის , ივანდიდის,ქუტირის, ნახახულევის,მათხოჯის, დედალაურის,გორდის, კინჩხისა და ძეძილეთის სოფლებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ამ ეტაპზე მიმადინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სტიქიით დაზარალებულებთან მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. გარდა ამისა სტიქიის ზონებში მთელი […]

Read more

ხონში, პოლიკარპე კაკაბაძის ქ.# 17-ში, იურიდიული დახმარების სამსახურის ხონის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. შესაბამისად უფასო სამართლებრივი დახმარება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ხონის მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების მცხოვრებთათვის. მანამდე ხონელებს იურისტების დახმარების მიღება ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში შეეძლოთ. ამიერიდან კი დროული და ეფექტური სამართლებრივი დახმარების მიღება ადგილზე, თვითონ ხონშიც შესაძლებელი იქნება. საკონსულტაციო ცენტრი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ […]

Read more

ხონში მეორედ ინგლისურენოვანი რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით , ორგანიზაციამ,,ინგლისური ენის პედაგოგების სივრცე“ კონფერენცია ინგლისური ენის სწავლების გამოწვევებსა და ცვლილებებს მიუძღვნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და კონფერენციის ორგანიზატორი ელენე ცაცუა. ლადო ჯურხაძე: ,, მოხარული ვარ , რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი მეორედ მასპინძლობს ასეთი მასშტაბისა და შინაარსის ღონისძიებას. მხარს ვუჭერ განათლების მიმართულებით […]

Read more

ხონში OGP-ის აფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა და მიმდინარე შედეგებზე ისაუბრეს. ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითების შესახებ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ისაუბრა. OGP -ში გაწევრიანებით ხონის მუნიციპალიტეტის მოსალოდნელ შედეგებზე პრეზენტაცია სტუმარმა , პროგრამის უფროსმა ოფიცერმა ხოსე მარია მარინმა წარმოადგინა . შეხვედრას ადგილობრივი საჯარო მოხელეები და დაინტერესებული მოქალაქეები […]

Read more

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძესმ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. საუბარი შეეხო მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლათფორმის ფუნქციებისა და შესაძლებლობების გაზრდას . პლატფორმის მიზანია შეფასდეს მოქალაქეების მხრიდან მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სერვისები/პროგრამები. პირველ ეტაპზე საპილოტედ მიმდინარეობს სოციალური პროგრამების შეფასება. იგეგმება ინფრასტრუქტურული და ახალგაზრდული მიმართულების საჭიროებების შესასება და სესწავლა. ხონის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს, რომლებმაც ისარგებლეს მუნიციპალიტეტის კონკრეტული სოციალური […]

Read more

ა/ო ,,ინგლისური ენის პედაგოგების სივრცის,, პროექტის ,,გახდი შემოქმედის _იკითხე, იაზროვნე, გადარჩი” ფარგლებში, მწერალი დათო ტურაშვილი ხონელ ახალგაზრდებს შეხვდა და სამი წიგნის ,,ჯინსების თაობა”, ,,ტყეების მეფე” და ,,სხვა ამსტერდამი” შესახებ ესაუბრა… შეხვედრის დაწყებამდე, სტუმარს მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ უმასპინძლა. მათ ერთად დაათვალიერეს ხონის ისტორიული მუზეუმი, ესტუმრნენ ცენტრალურ ბიბლიოთეკას. #ქართველი_მწერლები ,, მინდა ვთქვა, რომ დათო ტურაშვილის ვიზიტი […]

Read more

ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ვალენსიას“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარეა, დღეს ა(ა)იპ ხონის სასპორტო სკოლას ესტუმრა და პატარა გულშემატკივრები გაახარა. 2020 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარემ პატარა ფეხბურთელებს ავტოგრაფები დაურიგა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საპატიო სტუმარს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. გიორგი მამარდაშვილი წარმოშობით ხონიდანაა.

Read more

#დავით_კაკაბაძის სახელობის ხონის სამხატვრო სკოლაში სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა . სკოლის ადმინიატრაციამ ყველა მოსწავლეს წამახალისებელი სერტიფიკატი გადასცა. ადგილზე მისულ სტუმარს მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების საშუალებაც ჰქონდა.

Read more

ხონის მუნიციპალიტეტში გაეროს (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტის – ,,ქუჩების დასუფთავების და ნარჩენების მართვის სერვისებისთვის საქმიანობის მართვის სისტემის შემუშავება” ფარგლებში, ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, რომლებიც ნარჩენების მართვის გეგმებზე მუშაობენ, პროექტის მიზანია შემუშავდეს ნარჩენების მართვის სისტემა, რაც მუნიციპალიტეტებს მისცემს შესაძლებლობას პრობლემების დიაგნოსტირება ადრეულ ეტაპზევე მოახდინონ და შესაბამისად, გამოწვევები […]

Read more

SIGN IN

Forgot Password

X